(რეზონანსი) სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
როგორც შსს-ში ამბობენ, სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, გ.ი.-ს პირადი ჩხრეკისას 19 შეკვრად დაფასოებული, 1,6119 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ე.ა., ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ორივე მათგან დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.