რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს.

„საქართველოს აგრესიის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ხსოვნის ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 20:00 საათიდან დროებით შეწყდება სამხრეთ ოსეთში განლაგებული, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის პუნქტების მუშაობა. აღნიშნული გამშვები პუნქტების ფუნქციონირება 9 აგვისტოს, 07:00 საათიდან აღდგება", - ნათქვამია დეფაქტო უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×