რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალი ფაქტობრივად უკვე მოწყობილია და მიმდებარე სკვერის მოწესრიგებაც თითქმის დასრულებული. მერიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს „ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც, დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები, მოწვეული იქნებიან ".

მემორიალი ჯავახიშვილის ქუჩაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში მდებარეობს. მის მოწყობაში, ესკიზის ჩათვლით, ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 104 764 ლარი დახარჯა. აქედან, 98 409 ლარი ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×