რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) პარტია „ახალი საქართველო" სამოქალაქო მოძრაობას „ძალა ერთობაშია" შეუერთდა. პარტიის წევრები დღეს ყარაფილასთან ჩავიდნენ და მცოცავი ოკუპაცია საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში გააპროტესტეს.

გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას და ოპოზიციას დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება შესთავაზა და მოსახლეობას ოკუპაციის გასაპროტესტებლად გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„7 წუთში შეუძლია რუსეთის ფედერაციის ტანკებს ცენტალურ მაგისტრალზე ამოსვლა და გადაკეტვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ და ამისათვის მხოლოდ მშვიდობიან გზებს უნდა მივმართოთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პარტიის წევრებმა ავტობანზე სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და 8 აგვისტოს აქცია კიდევ ერთხელ დაანონსეს. მოძრაობა „ძალა ერთობაშია" 8 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×