რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს.

ბებიაშვილის ჩამოსვენება, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, მოხდა.

გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართაა.

მის ცხედარს, აეროპორტიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, შემდეგ კი მშობლიურ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთ უნბანში.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას 3 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×