რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) გასულ კვირას სამხედრო საწყობების აფეთქების შედეგ, რუსი ტურისტების დიდმა ნაკადმა აფხაზეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ტურისტულმა კომპანიებმა რეკლამაც კი შეაჩერეს რადგანაც ამას აზრი არ ჰქონდა. 

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის კავშირის პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ განაცხადა, ტურისტები რეკავდნენ, კითხულობდნენ რა ხდებოდა და როცა აფეთქებების შესახებ იგებდნენ განგზავრებაზე უარს ამბობდნენ. მან ასევე გაიხსენა აფხაზეთში 11 ივლისს მომხდარი რუსი ტურისტის მკვლელობის ამბავი. მართალია დანმაშავეები დააკავეს, მაგრამ ამანაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მოთხოვნაზე.

აღსანიშნავია, რომ ტურისტები აფეთქების შემდეგ, ტურის გაუქმების შემთხვევაში, ვერ მიიღებენ 100% კომპენსაციას, რადგანაც ეს სადაზღვევო შემთხვევას არ წარმოადგენს. 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×