რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს დათოვებს, თუმცა მას არ დაუზუსტუებია რომელ ქვეყანაში გაემგზავრება.

მისი თქმით უკრაინაში აუცილებლად დაბრუნდება და ეს ლეგალური გზით მოხდება.

„მე ვსწავლობ საკანონმდებლო ბაზას და უკრაინაში მაშინ გავემგზავრები, როდესაც მზად ვიქნები. ხელისუფლება ვერ შეძლებს მილიონობით უკრაინელის აზრის უგულებელყოფას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, მას სურს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანა იყოს და ის ამ პროცესის ნაწილი იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×