რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) 2017 წლის ოქტომბრიდან, სკოლებში ახალი პროექტის - შრომითი უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება დაიწყება.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურმა განაცხადა, აღნიშნულ პროექტს პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით, სკოლის ბაზაზე განახორციელებენ.

"ეს გახლავთ სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ჰქონიათ", - ამბობს გიგაური.

გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა გახდება, რომელიც კვლავ დაფინანსდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×