რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) ისრაეილი, იერუსალიმში ყატარის ტელეარხის ალ ჯაზირას წარმომადგენლობის დახურვას და ტელეარხის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი" ისრაელის კავშირგაბმულობის მინისტრ, აიუბ კარზე დაყრდნობით იუწყება.

მინისტრმა ტელეარხი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის დასახურად ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო.

თავის მხრივ, ტელეარხმა ისრაელის მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს.

27 ივლისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყატარული ტელეარხის ალ ჯაზირას იერუსალიმში მდებარე ოფისის დახურვა სურს.

როგორც ნეთანიაჰუმ განმარტა, ის უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აშუქებს ტელეარხი ტაძრის მთასთან უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილ კონფლიქტს.

„ტელეარხი ალ ჯაზირა ტაძრის მთის სიტუაციის ირგვლივ ძალადობისკენ მოწოდებებს განაგრძობს. სამართალდამცავ უწყებებს იერუსალიმში ალ ჯაზირას ოფისის დახურვა უკვე რამდენჯერმე ვთხოვე. თუ ეს არ მოხდება იურიდიულ საფუძველზე, ვიმუშავებ იმაზე, რომ მიღებულ იქნას კანონი, რომლის საფუძველზეც ალ ჯაზირა ისრაელიდან იქნება განდევნილი", - ნათქვამია ნეთანიაჰუმის „ფეისბუქის" პირად გვერდზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×