რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) GEM Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს.

მათგან 2-ს დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მათი მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და გაწერეს. 3-ს კი, სხვა სიმპტომები აღენიშნება.

ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, ასევე დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით. თუმცა მას დღეს გაწერენ.

4 აგვისტოს კი GEM Fest-ში მონაწილე 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×