რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.

მარგველაშვილმა ქართველ კალათბურთელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეთზე წარმატება უსურვა.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და Golden State Warriors-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გუშინ ფაჩულია საქართველოში NBA-ის საჩემპიონო თასი ჩამოიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×