რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის მოქალაქეები პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც ემანუელ მაკრონი პირველი ლედისთვის ოფისის შექმნას, თანამშრომლების დაქირავებასა და მათი ხელფასების დაფარვას ბიუჯეტიდან აპირებს.

ამ ინიციატივის გამო საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებენ და უკვე 190 000 ხელმოწერაც შეაგროვეს.

მაკრონი საფრანგეთის პირველი ქალბატონისთვის სპეციალური როლის მინიჭებაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. ამბობდა, რომ გაპრეზიდენტებისთანავე პირველი ლედისთვის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობას დაიწყებდა. ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პირველი ლედისთვის სტატუსის მინიჭებას საფრანგეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ ბრიჯიტ მაკრონს 2 ასისტენტი, 2 მდივანი, უსაფრთხოების დაცვის 2 თანამშრომელი ჰყავს და ეს პირველი ლედისთვის საკმარისია. მათი თქმით, საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×