რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) ოპოზიციურ პარტიებს, საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი კახა კუკავა, კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება კვირის ბოლომდე აქვთ.

„ბოლოჯერ მინდა მივმართო, ყველა არასაპარლამენტო პარტიას, ოპოზიციურ პარტიას, დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არც „ქართულ ოცნებასთან" და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან", არ არიან ასოცირებულები. ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები დავასრულოთ და ერთიანი კანდიდატზე ჩამოვაყალიბდეთ. პირველ რიგში, წამყვან პარტიებს, „ლეიბორისტულ პარტაის", „დემოკრატიულ მოძრაობას" და „პარტიოტთა ალიანსს", მოვუწოდებ, რომ ერთაიანი კანდიდატის იდეაზე ან ხო ან არა ითქვას", ამბობს კუკავა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×