რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, საბურავების საწყობი და მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორი, იწვის.

როგორც საგანგებო სიტოაციების მართვის სააგენტოსი ამბობენ, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და შენობები არ დაზიანებულა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მობილეზებულია. ხანძრის ლოკალიზება კი უახლოეს პერიოდში მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×