რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) ხეთაში ავტომობილმა ორი მუშა გაიტანა, რის შედეგადაც ერთი მართგანი გარდაიცვალა. მეორე მუშა კი, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი 19 წლის იყო, რომელიც სამეგრელოში გაზის მილების გამყვან კერძო კომპანიაში მუშაობდა.

ხეთაში გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011" აწარმოებს, რომელიც „სოკარ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორ კომპანიაა. "სოკარში" ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს დილით ადრე მოხდა, ხოლო ამ დროისთვის ადგილზე "მშენებელი 2011″-ის ხელმძღვანელი იმყოფება და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×