რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და მწერლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება, ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency" გააფორმა, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×