რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს თხოვნით მიმართა, რომ დაედგინა იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ვარშავის საოლქო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუკაშ ლაპინსკიმ განაცხადა.

როგორც საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ვარშავის პროკურატურამ დღეს მიიღო.

„პროცედურის თანახმად, ჩვენ პოლიციასა და სასაზღვრო სამსახურს მივმართეთ", - განაცხადა მან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×