რეზონანსი
07.08.2017

 (რეზონანსი) გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.

ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

როგორც შსს-ში ამბობენ, ავარიაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×