რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს რუსული საოკუპაციო ჯარიდან 400 მეტრის მოშორებით ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ისინი ამ გზით, რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, გმობენ და აპროტესტებენ.

დღევანდელი აქცია 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლისთავს ეძღვნება. აქციის მონაწილეები ასევე პატივს, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ გმირებს, მიაგებენ.

დღევანდელ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×