რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განაცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.

მისივე ცნობით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×