რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა. აღნიშნულის შესახებ პოლონური რადიოსადგური ZET „ტვიტერის" გვერდზე იუწყება.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა", - აცხადებს რადიოსადგური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა თხოვნით, დაედგინა, იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

როგორც საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ვარშავის პროკურატურამ მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×