რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება, - ასეთი პასუხია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა დღეს ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×