რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტის სასტუმროს „Trump SoHo"-ს ფასადზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პროექცია გამოჩნდა. სურათები პროექტის ორგანიზატორმა მხატვარმა რობინ ბელმა გამოაქვეყნა. ეკრანზე, პუტინი რუსეთის დროშის ფონზე, წარწერით Happy to help, bro ("ბედნიერი ვარ, რომ დაგეხმარე, ძმაო") გამოჩნდა. გარდა ამისა, მეორე წარწერა რუსულ ენაზე Крепись, братан ("აბა, შენ იცი, ძმაო").

გამოცემა „Business Insider"- მა ეს აქცია ამჟამინდელ გამოძიებას დააკავშირა, რომელიც ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იკვლევს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×