(რეზონანსი) დაუდაუსტურებელი ცნობით, საქართველო ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება.
"ტვიტერზე" „დემოკრატიული პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი ტომას კაზულენასის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი ჩანს.
როგორც კაზულენასი წერს, ფოტო რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებაზეა გადაღებული.
როგორც ცნობილია, დღეს პოლონურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა, თუმცა დაზუსტებული არ იყო, სააკაშვილი სად გაემგზავრა.
თავის მხრივ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურში გაკეთდა განცხადება, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.