რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი, რომლებმაც თავი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს - დღეს მართლაც ტრაგიკული დღეა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სერგეენკოს განმარტებით, მას "აზრადაც არ ჰქონია იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს".

"რა თქმა უნდა, მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს. ოკუპაცია 90-იან წლების დასაწყისიდან დაიწყო და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვარ ასეთ ფორმულირებაზე - ალბათ ჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს - მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი - საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაც ასეულობით ადამიანი შეეწირა და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია", - ამბობს სერგეენკო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×