რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) სახელწიფოს ღალატისთვის მსჯავრდებულმა, რუსეთის მოქალაქეებმა მარინა ჯანჯღავამ და ანიკ კესიანმა საპატიმრო დატოვეს.

29 ივლისს პატიმრები რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. რის შემდეგაც საპატიმროდან მათ გაათავისუფლებას თითქმის 10 დღიანი პროცედურა დასჭირდა.

ჯანჯღავას და კესიანს ბრალად, 2008 წლის ომის დროს აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავიანთი ნაცნობებისთვის საქართველოში, ედებოდათ.

2013 წელს ჯანჯღავას სასამართლომ სახელმწიფო ღალატის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2015 წელს კი კესიანს 8 წლიანი პატიმრობა.

მიმდინარე წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ანალოგიურ საქმეზე მსჯავრდებული პატიმარი ქალი ოკსანა სევასტიდი რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, ჯანჯღავა და კესიანი ციხიდან „ლაფორტოვოს" საგამოძებო იზოლატორში 29 ივლისს გადაიყვანეს, ვლადიმერ პუტინმა ორივე პატიმარი შეიწყალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×