რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) სააგენტო „სპუტნიკმა" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეცვალა.

ამჯერად სააგენტო წერს, რომ პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინისა და ხაჯიმბას შორის შეხვედრა უკვე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტზე ჯერჯერობით არაფერს წერს წამყვანი რუსული სააგენტოები. ასევე ინფორმაციას ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს პუტინის ადმინისტრაცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×