რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა (27 წლის. 69,900 კგ-მდე წონითი კატეგორია) 7 აგვისტოს ჩინეთში გამართულ 12-რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში ჩინელი ჩენგ სუ დაამარცხა და WBC Silver International ქამარს დაეუფლა.

ბრძოლა თავიდანვე ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა, მე-6-ე რაუნდში მან სუ-ს მარჯვენა თვალის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რითაც მას წარბი გაუსკდა. ჭრილობა პროგრესირებადი იყო და სისხლდენის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.

შესაბამისად, მე-9 რაუნდის დასაწყიში სუ-მ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და WBC Silver International ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

ღვინიაშვილი მწვრნელთან ერთად საქართველოში ხვალ 14:30 საათზე დაბრუნდება და დიდი მონაპოვარ - WBC (მსოფლიო კრივის საბჭო)-ს ტიტულს ჩამოიტანს.

WBC კატეგორიის ქამარი ჯერ არც ერთ ქართველს საქართველოში არ ჩამოუტანია.

WBC ("მსოფლიო კრივის საბჭო"), მსოფლიოში კრივის ყველაზე მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, რომლის ტიტულის ფლობა პროფესიონალური კრივის სამყაროში უაღრესად პრესტიჟულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ წარსულში WBC-ის ჩემპიონები იყვნენ კრივის ისეთი ლეგენდები, როგორიცაა მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი, ვიტალი კლიჩკო, ლენოქს ლუისი, ჯო ფრეზერი და სონი ლისტონი. 7 აგვისტოს გამართულ ორთაბრძოლას მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×