რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მეხანძრეებსა და მაშველებს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის, გადავუხადო, მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ მოსახლეობას საფრთხე აარიდეს.

„ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთაწმინდაზე ხანძარია გვიან გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში 70 მეხანძრე მონაწილეობას იღებდა. დაახლოვებით 2 ჰექტრამდე მიწაა დამწვარი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×