რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ნატო აკრიტიკებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს.

ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელის, დილან უაიტის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს დაემთხვა, ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს.

"ნატო, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ერთიანია. ჩვენ, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას, არ ვაღიარებთ"- აცხადებს დილან უაიტი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×