რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ მსოფლიო შეძრა.

"ომის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ, რუსეთს ე.წ. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა არ შეუსრულებია. დღეს, რუსეთის მიერ, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს რეგიონები, კვლავ ოკუპირებულია. რუსეთი, ამ რეგიონების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების აღმართვას და ე.წ. საზღვრით გამოყოფას განაგრძობს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერელია ე.წ. ხელშეკრულბები მათი შემდგომი სამხედრო ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის კუთხით; საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია.

„რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს ",-ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×