რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც სალუქვაძემ განაცხადა, პოსტს ის მომავალ კვირაში დატოვებს.

"სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე", - აღნიშნა სალუქვაძემ.

სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.

გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×