რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გოგა წერეთლის განცხადებით, მთაწმინდის დამწვარ ფერდობზე რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები დამწვარი ტერიტორიის შესწავლას დაასრულებენ.

მისი თქმით, სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან და ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს. წერეთლის განვცახებით, ძირითადად ბუჩქები და ბალახებია დამწვარი.

"2 ჰექტრამდე მიწის ფართობია დამწვარი. ჩვენი სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლა მიმდინარეობს. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი ძირითადად ბალახებსა და ბუჩქებზე გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ტერიტორიის აღწერა. ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. დავამუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განაცხადა წერეთელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×