(რეზონანსი) საქართველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. დასაქმებულების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათ მოულოდნელად განუმარტეს, რომ სამუშაო ადგილი კახეთის ნაცვლად დედაქალაქი იქნებოდა.
რკინიგზელების თქმით, მათ ადმინისტრაციას უთხრეს, რომ საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კვების საკითხის მოგვარების გარეშე, რეგიონიდან მოშორებით მუშაობას ვერ შეძლებდნენ. ადმინისტრაციამ კი მოლაპარაკების ნაცვლად ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილების შესაცვლელად პროფკავშირები ადმინისტრაციას შვიდი დღის ვადას აძლევს, რის შემდეგაც რკინიგზელები შიმშილობას დაიწყებენ.
„შრომის კოდექსი და შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა ირღვევა. პრაქტიკულად ადამიანებს ეუბნებიან სამსახურიდან წადით, იქიდან გამომდინარე, რომ დისლოკაციის ადგილს უცვლიან," - ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.