რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მარგველიძემ განაცხადა, ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს.

მარგველიძისთვის უცნობია გუბერნატორის პოსტს ვინ დაიკავებს. პაპუნა მარგველიძე გუბერნატორის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.

როგორც ცნობილია, ახალი გუბერნატორი ეყოლება გურიასაც. მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×