რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ დროული რეაქციის არ არსებობის გამო რუსეთი დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებითაა.

„იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან დროული, მყარი და კონსოლიდირებული რეაქციის არარსებობის გამო ამ სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთე ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, ხოლო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ. უკრაინაში, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ საფრთხის სრული სიღრმე საბოლოოდ გააცნობიერონ, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება და ერთობლივი ძალისხმევა გააძლიერონ, რათა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა მოხდეს ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×