რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მთავრობასთან არსებული კრიზისების მართვის საბჭო უუნარო და უმოქმდობაა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ამიტომ მის გაუმქებას მოითხოვს.

მისი თქმით ის ხარჯები, რომელიც ამ საბჭოსთვის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი სამაშველო სახანძრო სამსახურების აღჭურვასა და გადაიარაღებას უნდა მოხმარდეს.

„გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მომსწრე, ხელისუფლება, კრიზისულ ვითარებაში, რამდენად უმოქმედოა, რომ არა მეხამძრეების თავდადებული მუშაობა ხანძრის შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო. ეს იმ დროს როდესაც მთავრობაში სამი წელი კრიზისების მართვის საბჭო ფუნქციონირებს. თუმცა, ეს უწყება რას ემსახურება დღემდე გაურკვეველია. კრიზისების მართვის საბჭო რეალურად „ქართული ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს. თავშესაფარს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონ ნახევარი უჯდება და აქედან 2 მილიონ ნახევარი მხოლოდ სახელფასო ფონდია",- ამბობს უდუმაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×