რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას ამბობს.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ მოსამართლე დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დაარწმუნა.

"სასამართლოში ჩვენ უტყუარი მტკიცებულებები წარვადგინეთ, ასზე მეტი მოწმე დავკითხეთ, 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტები.

ეს უტყუარი მტკიცებულებები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დავარწმუნეთ. შესაბამისად, საზოგადოებასაც ვარწმუნებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და გიორგი მამალაძეს დამნაშავედ სცნობს, როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაში", - ამბობს გუბელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×