რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილმა გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც აღნიშნა, ისინი მმართველ გუნდში სხვა პოზიციაზე საქმიანობას გააგრძელებენ.

პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს.

"მინდაგია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის დიდი მადლობა ვუთხრა. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. ისინის ჩვენს გუნდში მუშაობას სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ამ ორ რეგიონში ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებ, რომ გუშინ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და რაჭა-ლეჩხუმის პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×