რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

„აშშ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომლის მონაწილე რუსეთია", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მხარს სრულად უჭერს ".

„აშშ რუსთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას არ სცნობს. აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე გაიყვანოს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება გააუქმოს ", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×