რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას წარმომადგენლობით ხარჯებში მილიონობით ლარი აქვს დახარჯული.

"ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადასცდა ის ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ყოფილ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, გვირგვინების ხარჯებიც ამოუწიეს. მთავრობას და მინისტრებს მივმართავ, დაიმახსოვრეთ, რომ მილიონობით ფული წარმომადგენლობით ხარჯებზე დახარჯული გაქვთ. ეს აუდიტმაც დაადასტურა. ხელისუფლება, რომ შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამ პრეცედენტის შექმნის შემდეგ ნებისმიერი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი ციხეში აღმოჩნდება, რომელიც ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯებით, სტუმარს თუ საკუთარ თავს, უმასპინძლდებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×