რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების კონტროლი დაავალა. პრემიერმა სამინისტროებს მოუწოდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება, გამშვებ პუნქტთან რიგებში მომლოდინე ადამიანების მიმართ, გამოიჩინონ.

"ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე პრობლემები შეიქმნა, ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო. შეფერხებები სატვირთო მანქანების მძღოლებს შეექმნათ. ვიცი, რომ თქვენ ზომები მიღებული გაქვთ - მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფისთვის და მინდა კიდევ ერთხელ შს და ჯანდაცვის სამინისტროს გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ," - განაცხადა პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სერიოზული შეფერხებებია და მომლოდინე მანქანების რიგი 5 კილომეტრსაც აღწევს. ჰაერის ტემპერატურაც მაღალია, რაც რიგში დგომას გაუსაძლის ხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×