რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შავ ზღვაზე 176 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის, 106 საქართველოს და 70 სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, საანგარიშო პერიოდი 1-31 ივლისს მოიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველების მიერ დამსვენებლების ზღვიდან უვნებლად გამოყვანის ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, კერძოდ, მაშველებმა, 62 მოქალაქე (საქართველოს 23 და სხვა ქვეყნის 39 მოქალაქე) გადაარჩინეს.

ქობულეთში მაშველებმა, 24 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე, ზღვიდან გამოიყვანეს.

ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანაპირო ზოლზე წყალზე მაშველებმა დახმარება 41 პირს - საქართველოს 25 და სხვა ქვეყნის 16 მოქალაქეს გაუწიეს.

შსს-ს მაშველებმა ანაკლიასა და განმუხურში 45 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შორის იყო საქართველოს 40 და სხვა ქვეყნის 5 მოქალაქე.

რაც შეეხება ფოთს, ადამიანის გადარჩენის 4 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×