რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 6 თვით ჩამოაბრძანებენ.

მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქო, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იყვნენ ჩართული.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროვნული მუზეუმის გარდა, ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში. მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარა და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს.

ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში.

როდის ჩამოაბრძანებენ ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს საქართველოში, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×