რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მინიშნებები იმის თაობაზე გავრცელდა, რომ ახალგორის რაიონში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადასვლა განზრახულია და ფაქტობრივად რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი განხორციელდეს.

"გალის რაიონში სამწუხაროდ და საუბედუროდ წლების განმავლობაში ძალიან მიზანმიმართულად პოლიტიკა მიმდინარეობს, რომ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა განხორციელდეს, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ეს სწორედ მშობლიურ ენაზე განათლების შესაძლებლობის შეზღუდვით გამოიხატება. როგორც ჩანს, ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება ცხინვალის რეგიონების მიმართულებითაც გეგმაშია, რაც აბსოლუტურად უკანონო და მიუღებელი ნაბიჯია.

„ეს საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მათ შორის ჟენევის დისკუსიებში ჩართული აქტორებისთვის, რომლების პოზიციას ცალსახად აფიქსირებენ, რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია. ჩვენთვის ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში არის და იქნება, იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობა დისკრიმინაციისგან და რუსიფიკაციისგან დავიცვათ და მათი ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილი იქნას ", - აღნიშნა ციხელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×