რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) პროკურატურის სამ საათიანი დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. შესაბამისად დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

პროკურორ ზვიად ვუბელაძის განცხადებით, დაცვის მხარე პროცესის დახურვას საკუთარი ინტერესებითვის იყენებს და ამბობს, რომ პროკურატურას ბრალდებულ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. გუბელაძის თქმით, პროკურატურამ მყარი მტკიცებულებები წარადგინა და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

გიორგი მამალაძე მიმდინარე წლის თებერვალში ანგარებით მკვლელობის მზადების და იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცებია შემთხვევაში მას 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხდომა პირველ სექტემბერს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×