რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" პარტიაში აცხადებენ, ნინო ბურჯანაძე ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.

მათი თქმით, ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს. პარტიაში განმარტავენ, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება.

„ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. ბურჯანაძე ვიზიტის საკითხს აქტიურად განიხილავს. დღემდე არცერთი ქართველი პოლიტიკოსი აფხაზეთში არ ჩასულა, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს. თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა იქნებოდა"- ამბობენ პარტიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×