რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში ჩავიდა. იქ ყოფნის ამსახველ ფოტოებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.

ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ ოჯახთან ერთად ბალატონის ტბაზე იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, საქართველოს პროკურატურამ უნგრეთის პროკურატურას სააკაშვილის ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ თხოვნით მიმართა თუ არა, უცნობია. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი ლიტვაში ჩავიდა.

როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში ლეგალურად დაბრუნებამდე და სასამართლოს გზით საკუთარი შელახული უფლებების აღდგენამდე, ევროპაში მოგზაურობას გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×