რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალბედა პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად გაკვეთილებს ჩაატარებენ.

"სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის გეგმაზე ვმუშაობთ, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში. თუ სოფლის სკოლას მათემატიკაში 10 საათი ჰქონდა, ჩვენ დროს დავამატებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალბედა დამწყები პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად გაკვეთილებს ჩაატარებენ ",-აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×