რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები გრძელდება. ე..წ. მესაზღვრეებმა ხურჩა-ნაბაკევთან მავთულხლართები გაავლეს.

ტერიტორიაზე ხის ბოძები პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. დღეს კი ადგილობრივებს ორ ჰექტრამდე ფართობი მავთულხლართებით შემოღობილი დახვდათ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საკითხი განსახილველად, 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის გალში შეხვედრაზე, დადგება.

"აღნიშნული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, არამედ უსაფრთხოების გარემოს ადგილზე პირდაპირპროპორციულად აზიანებს. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში", - ამბობენ სუს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×